კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსი“ – ახალი სახელები ახალი კავკასიისთვის

დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „ივენთ ჰოლში“ კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება – „ფენიქსის“ საზეიმო ცერემონია გაიმართება.
დაჯილდოება ყოველწლიურად 6 ნომინაციაში (საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო ვიდეო, დებიუტი, წლის არტისტი/ჯგუფი, განვითარებისთვის, ფენიქსის გმირი) საუკეთესო არტისტებსა და ჯგუფებს ავლენს. კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება – „ფენიქსი“ უკვე მე-4 წელია ტარდება.
„ფენიქსი“ 1995 წლის კავაკსიის როკფესტივალებიდან იღებს სათავეს. დღეისათვის აღნიშნული მუსიკალური დაჯილდოება ინტერნეტპროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ინტერნეტრესურსები და შექმნას სივრცე, სადაც კავკასიის რეგიონში მოღვაწე მუსიკოსები გაერთიანდებიან. აღნიშნული პროექტის მეშვეობით უკვე შეიქმნა კავკასიის მასშტაბით არსებული სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის მონაცემთა ბაზა, რომელიც თავმოყრილია ერთ ვებგვერდზე – phoenix.org. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ თანამედროვე მუსიკის სფეროში მიმდინარე საინტერესო პროცესებს, ახალ ჯგუფებსა და მათ პროდუქტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები