ქალაქ სამსუნში სამი ქართველი ტენორის კონცერტი გაიმართა

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სამი ქართველი ტენორის – ირაკლი კახიძის, არმაზ დარაშვილისა და გიორგი სტურუას კონცერტი გაიმართა. კონცერტს მაესტრო დავით მუქერია დირიჟორობდა. შესრულდა დასავლეთ ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. საღამომ წარმატებით ჩაიარა და მადლიერი თურქი მსმენელი, ასევე ქართული დიასპორა დიდხანს უკრავდა ტაშს კონცერტის ახალგაზრდა მონაწილეებს. ითქვა, რომ ასეთი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. ფესტივალის ორგანიზატორი ნატალია ჭანტურიშვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები