ფიროსმანის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდებათ

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფიროსმანის ნახატებს – “ქალი სააღდგომო კვერცხებით” და “შოთა რუსთაველი” რესტავრაცია ჩაუტარდებათ. აღნიშნული ნახატები მირზაანის სახლ-მუზეუმში ინახება. რამდენადაც ცნობილია, ისინი ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. სააგენტოს ინფორმაციით, 2012-2013 წწ. მოძრავ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის მიზნით, მირზაანის კოლექციიდან რესტავრაცია ჩაუტარდა ფიროსმანის სამ სხვა ნამუშევარს. ესენია: “თამარ მეფე”, “მწოლიარე ქალი” და “კალოობა”.

11157925_1568038063447765_925277097_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები