თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია – „მუსიკალური იდენტობა და კულტურათა გზაჯვარედინი“ გაიმართება

17-19 აპრილს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია „მუსიკალური იდენტობა და კულტურათა გზაჯვარედინი“ ტარდება. კონფერენციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თავს მოიყრიან ამ დარგის გამოჩენილი ექსპერტები და პროფესიონალები – სახელგანთქმული პროფესორები, მეცნიერები, მუსიკოსები. კონფერენციში მონწილეობენ დარგის აღირებული ექსპერტები აშშ-დან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, თურქეთიდან, ირანიდან. თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია 2015 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და საქართველოს კულტურის სამინისტრო. კონფერენცია ჩატარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელია პროფესორი, კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე. კონფერენცია ტარდება 17-18 აპრილს კონსერვატორიის საკონფერენციო დარბაზში და კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში.
კონფერენციის ფარგლებში, 18 აპრილს ჩატარდება კონცერტი, რომელიც კონფერენციის მთავარი თემის თავისებურ მუსიკალურ პრეზენტაციას წარმოადგენს. შესრულდება, როგორც ქართული ფოლკლორის ნიმუშები, ისე თანამედროვე ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ის ნაწარმოებები, რომლებშიც ამა თუ იმ ქვეყნის მუსიკალური ფოლკლორის თანამედროვე ინტერპრეტირებას აქვს ადგილი.
კონცერტის მონაწილეები შეეცდებიან გასცენ პასუხი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კითხვას – ინარჩუნებს თუ არა ეროვნული იდენტობა აქტუალობას თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში კულტურული გლობალიზაციის პირობებში?
17 აპრილი – 09:30 სთ რეგისტრაცია და გახსნა. 17-18 აპრილი – სამეცნიერო სესია; 18 აპრილი, 20:00 საათზე მცირე დარბაზში კონცერტი „კულტურათა გზაჯვარედინი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მუსიკოსები; 19 აპრილი – კულტურული პროგრამა კახეთში. კონფერენცია ტარდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები