კონსერვატორია ქართველი ტყვეებისაგან ჩაწერილი ხალხური სიმღერების გამოცემას აპირებს
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუშაობს პროექტზე, რომლის მიზანია I მსოფლიო ომის დროს (1914-1918) გერმანიის სამხედრო ბანაკებში ქართველი ტყვეებისაგან ჩაწერილი ხალხური სიმღერების გამოცემა, რისთვისაც იგი თხოვნით მიმართავს ყველას, რომ თუკი ქვემოთ ჩამოთვლილ პირებზე რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნიათ, შეეხმიანოთ. სიაში ჩამოწერილი ადამიანები I მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ და გერმანულ სამხედრო ბანაკებში ტყვეობაში იმყოფებოდნენ.
მანჰაიმის ტყვეთა ბანაკი, 1916 გიორგი ნალეკრიშვილი (ან ნალიკრიშვილი) დაბ. 5.01.1890, სოფ. ყანდაურა, სიღნაღის მაზრა. მევენახე. ფილიპე მურჯიკნელი დაბ. 1895, სოფ. ბარალეთი, ახალქალაქის მაზრა. ყასაბი. პლატონ მაჩაიძე დაბ. 1891, სოფ. სხვავა, რაჭის მხარე, გლეხი. მიუნსტერის ტყვეთა ბანაკი 1917 ათანასე (ან ავთანდილ) გეგელია 23 წლის. დაბ. სოფ. სალხინო, სენაკის მაზრა. სამხედრო სამსახური გაიარა რუსეთში. ფუხჰაიმის ტყვეთა ბანაკი, 1917, სერგო ბოჩერაშვილი 26 წლის, (სოფლის დასახელება არ ჩანს) შორაპნის მაზრა. ქუთაისის გუბერნია. მზარეული. ვასილ ხუბულავა 26 წლის. დაბ. სოფ. ეკი, ახალსენაკის მაზრა, ქუთაისის გუბერნია. ალექსანდრე კორკელია 35 წლის. დაბ. სოფ. ჭითაწყარში, ზუგდიდის მაზრა. ერმოლაი კურავა 28 წლის, დაბ. ადგილი: სოფ. მახაში (თუ მოხაში), სენაკის მაზრა. სოფლის მწერალი ვასილ გაგლოშვილი (ზოგან წერია _ გაგლადშვილი) დაბ. სოფ. ღართა, გორის რ-ნი. გლეხი. ზაგანის ტყვეთა ბანაკი. 1918 სარდიონ გოგელია 30 წლის. დაბ. სოფ. აკეთი, ოზურგეთის მაზრა. მოვაჭრე. დომენტი გოგუაძე 30 წლის. დაბ. სოფ. ძიმითი (წერია-თსიმიდი), სენაკის მაზრა. მოვაჭრე. ვარდენ დადიანი 32 წლის. დაბ. სოფ. ოჩხომური, ზუგდიდის მაზრა. მიწათმფლობელი. თევდორე თარგამაძე 38 წლის. დაბ. სოფ. საჯავახო (წერია შატსცჰიწაცჰო), ქუთაისის მაზრა. გლეხი. კალისტრატე კანკავა 30 წლის. დაბ. სოფ. ხორში, ზუგდიდის მაზრა. მოვაჭრე. ვიქტორ მეგრელიშვილი 24 წლის. დაბ. ჩოხატაური, ოზურგეთის მაზრა. სოფლის მწერალი მიხეილ ქირია 33 წლის. დაბ. სოფ. რედუტკალე (ახლანდელი სოფ. ყულევი), ზუგდიდის მაზრა. მოვაჭრე. ნიკოლოზ ყაზბეგი 27 წლის. დაბ. დაბა სტეფანწმინდა, დუშეთის მაზრა. მიწათმფლობელი. პლატონ შერვაშიძე 37 წლის. დაბ. სოფ. დარჩელი, ზუგდიდის მაზრა. ფელდშერი (სამხედრო ექიმი). გრიგოლ ხორავა 34 წლის. დაბ. სოფ. უშაფათი, ახალი სენაკის მაზრა. მოვაჭრე.
ჩვენი კოორდინატებია: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, გრიბოედოვის ქუჩა 8/10, IV სართული, ოთახი №402, 403; ტელეფონები: 299 89 53; 593 98 5117.