ლექცია თემაზე: „პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში“ გაიმართება

15 აპრილს, 16:00 საათზე ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის ფარგლებში, გამოფენის კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე „პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში“. ლექცია შეეხება ქართულ მხატვრობაში მიმდინარე პროცესების სოციალურ-კულტურული კონტექსტის ანალიზს. აღნიშნული ლექციით სრულდება გამოფენა „პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში“. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები