„რა დროს შექსპირია“ – სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

16 აპრილს, 17:00 საათზე, თავისუფალ თეატრში, ალბერტ რამსდელ ჰენრის პიესის „სილვია“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის „რა დროს შექსპირია“ (შავი კომედია) პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორი იოანე ხუციშვილია, მხატვარი – თეო კუხიანიძე, მუსიკა – გიორგი ჯიქია, არანჟირება – ლევან მიქელაძე, რეჟისორის ასისტენტი – თამუნა კამლაძე, მხატვარ-გამნათებელი – ვაჟა მაისურაძე, ხმის ოპერატორი – თამუნა სვანიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თამუნა ნიკოლაძე, გიორგი ზანგური, მაია ხორნაული, თინათინ კორძაძე, გიორგი ჯიქია. სპექტაკლი დააფინანსა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები