დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

დღეს, 13:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული „დედა ენის“ უნიკალური გამოცემები, მათ შორის ი. გოგებაშვილის, ნ. ბოცვაძის, კ. ბურჯანაძის, ვ. რამიშვილის, ვ. ძიძიგურისა და სხვათა ავტორობით გამოცემული „დედა ენის“ სახელმძღვანელოები. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები და ხელნაწერები. დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა სრული ელექტრონული მონაცემთა ბაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები