თბილისში პერფორმანსების დღეები გაიმართება
14-დან 17 აპრილის ჩათვლით, თანამედროვე ცეკვისა და ექპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი თბილისში, გალერეა „ნექტართანთან“ და მხატვარ ნინო სეხნიაშვილთან თანამშრომლობით მართავს პერფორმანსების დღეებს თბილისში. ღონისძიება იმართება ფესტივალის ექპერიმენტული ხელოვნების პროგრამის ფარგლებში. 4 დღის განმავლობაში გალერეა „ნექტარის“ და ევროპის სახლის საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იქნება პერფორმანსები შემდეგი არტისტების მონაწილეობით: ალევტინა კახიძე – უკრაინა, ჯგუფი „ბულიონი“ – საქართველო, ნადია წულუკიძე – საქართველო, პასი მაკელა, ფინეთი, მარკ ვერმანი და მალტე სტრუკი – გერმანია. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. თბილისში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო – SDC.