ფონდი ''ქართუ'' ქართველ ხელოვანებს ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას გაუწევს

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფონდს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გრანტის სახით გამოეყოფა თანხა, რომლითაც სამინისტრო 2014 წელს განახორციელებს კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე.
ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ წლების განმავლობაში სხვა სფეროებთან ერთად ახორციელებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში დასაქმებული და ღვაწლმოსილი ადამიანების მხარდაჭერას. ფონდისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით აღნიშნული მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები