თამარ ბოლქვაძისა და ნუგზარ ჩხაიძის ახალი სიმღერა ქართველი მსმენელისთვის

ახალი სიმღერა „შენთან დავრჩი“ გამოვიდა. ტექსტის ავტორი თამარ ბოლქვაძეა, მუსიკა ნუგზარ ჩხაიძეს ეკუთვნის, არანჟირება – თემურ მაისაშვილს. სიმღერას ლაშა ღლონტი, აჩიკო ბერიძე და სანდრო კობახიძე ასრულებენ.
„მე და ნუგზარ ჩხაიძე საზოგადოებრივ მაუწყებელში ერთად ვმუშაობთ. ორი თვის წინ ნუგზარმა მითხრა, ძალიან კარგი მელოდია მაქვს და იქნებ რამე ტექსტი შევარჩიოთო. მუსიკას რამდენჯერმე მოვუსმინე და იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ასეთი სისწრაფით ჯერ ლექსი არ დამიწერია. მე ვფიქრობ, ჩემი და ნუგზარის ტანდემი, ძალიან საინტერესო გამოვიდა. ერთია შექმნა ნაწარმოები, მაგრამ მთავარია, რამდენად მიიღებს მსმენელი. მე ვთვლი, რომ ეს სიმღერა ქართული, თბილი, ქალაქური და ჰარმონულია. გარდა ამისა, ძალიან კარგად ასრულებენ მომღერლები და არანჟირებაზე კარგად იმუშავა თემურ მაისაშვილმა. ეს არის, ყველას ერთობრივი, ძალიან კარგი ნამუშევარი და მგონია, რომ მსმენელიც კარგად მიიღებს“, – ამბობს თამარ ბოლქვაძე.

11134234_1614936815410747_883772109_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები