ცხინვალში “თანამშრომლობის გასაღრმავებლად” რუსეთის შსს მინისტრის მოადგილე ჩავიდა

 რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვი ცხინვალში რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სამეკავშირეო შეთანხმების კონკრეტული პუნქტების შესასრულებლად ჩავიდა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივნის – განა იანოვსკაიას განცხადებით, ზუბოვი ცხინვალში რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველ ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ეხება. სააგენტო “რეგნუმის“ ინფორმაციით, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა ორგანოებს შორის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ეტაპობრივი გაუმჯობესება, ასევე ორგანოების მუშაკების ხელფასების და სოციალური გარანტიების ამაღლება. რუსეთის ფედერაცია ამისთვის ცხინვალს ყველა აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები