საბალეტო კონკურში გამარჯვებული ქართველი მოცეკვავეები სამშობლოში დაბრუნდნენ

საერთაშორისო საბალეტო კონკურში გამარჯვებული ქართველი მოცეკვავეები სამშობლოში დაბრუნდნენ. ახალგაზრდებმა იტალიის ქალაქ ბარიში ცეკვის შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა. სამშობლოში დაბრუნებულ ახალგაზრდებს აეროპორტში გულშემატკივრებმა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლის წარმომადგენლებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. საბალეტო დასის სოლისტებმა ორ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო საბალეტო სასწავლებლის მოსწავლეებმა სოლო შესრულებისთვის მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს. ფესტივალში მონაწილე ქართველი მოცეკვავეები იაპონიაში გალაკონცერტში მონაწილეობის მისაღებადაც მიიწვიეს. ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება, თუმცა მასში ქართველები წელს პირველად მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები