გიორგი მარგველაშვილი ვატიკანში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებთან, ასევე სამუშაო სადილი ვატიკანში აკრედიტებული სახელმწიფოების ელჩებთან. საქართველოს პრეზიდენტი წმინდა საყდარს პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა კულტურული ღონისძიების ფარგლებში ვატიკანის მუზეუმსაც დაათვალიერებენ.
პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოდგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ გრძელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები