„თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო)

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
“იმ დღეებში საქართველო, მართლაც, ერთიანი იყო. ეს დღე ყველა ქართველს გვხსენებს მთავარ მოვალეობას, რისთვის მოვედით ამ ქვეყანაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ, დავთმოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ალექსი პეტრიაშვილმა კი აღნიშნა, რომ ამ გმირმა ადამიანებმა თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებას, მომავალი თაობების თავისუფალ ცხოვრებას. “ამიტომ, დღეს არის როგორც ტკივილის, ასევე დიდი გამარჯვების, დიდი მომავლის დღე, იმიტომ, რომ 26 წლის წინ ამ ადამიანებმა განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავალი”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები