ირაკლი აბესაძე: სჯობს, ნარმანიამ დაანებოს თავი წუწუნს და გასაკეთებელ საქმეებს მიხედოს

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიხილეთ თბილისის მერი, რომელიც აბსოლუტურად არაადექვატურია იმ პრობლემების, რომელიც დედაქალაქში არსებობს – ასე შეაფასა დავით ნარმანიას დღევანდელი ანგარიში თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი აბესაძემ “ქრონიკაში” სტუმრობისას.
ირაკლი აბესაძის თქმით, თბილისის მერი დავით ნარმანია არაადეკვატურია დედაქალაქში არსებული იმ პრობლემებისა, რაც თბილისელებს აწუხებთ.
როგორც აბესაძემ განაცხადა, თბილისის თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ ქალაქში არაფერი კეთდება და მერიის დახარჯული ბევრი ათეული მილიონი ლარი გაკეთებული საქმეების პირდაპირპროპორციული არ არის.
აბესაძემ თბილისის მერს მოუწოდა, შეწყვიტოს წუწუნი და მიხედოს იმ გასაკეთებელ საქმეებს, რაც დედაქალაქის მცხოვრებებს აწუხებთ.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიხილეთ თბილისის მერი, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია იმ პრობლემების, რომელიც დედაქალაქში არსებობს. ჩვენ ვნახეთ მერი, რომელიც საუბრობდა, რომ მოაწესრიგა დაძონძილი ბილბორდები; ჩვენ ვნახეთ მერი, რომელიც საუბრობს, რომ გამოაცხადა ბევრი ტენდერი; ჩვენ ვნახეთ მერი, რომელმაც თქვა, რომ დახარჯა ბევრი ათეული მილიონი ლარი… პოლიტიკოსები ადამიანებს ვერ მოვატყუებთ დაგებული გზების შესახებ. თითოეულმა თბილისელმა იცის მის ეზოში თუ მის გზაზე, ასფალტი იგება თუ არა. პასუხი მარტივია: ასფალტი არ იგება. თბილისის მერი საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ დახარჯულ ლარებზე, რომელიც გაკეთებული საქმის პირდაპირპროპორციული არ არის. მას შევახსენეთ ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეები და ის, თუ რას ნიშნავს ჩაიბარო დანგრეული თბილისი, როდესაც მისი მთავრობის წევრები წუწუნებენ დანგრეული თბილისის შესახებ და მიაჩნიათ, რომ თბილისი ააგუგუნეს, მაშინ როდესაც 90-იანი წლების თბილისი ჩავიბარეთ და ერთხელ არ დაგვიწუწუნებია.
ამიტომ, მთავარი ჩვენი მოწოდება ნარმანიას მისამართით იყო: დაანებოს თავი წუწუნს და მიხედოს იმ საქმეებს, რომლებიც მრავლადაა დაგროვებული და რომელიც თბილისელებს აწუხებს”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ანგარიშით წარდგა და მერიის მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და ღონიძიებებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები