ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის მინისტრის ანგარიშით წარდგენა დადებითად შეაფასა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის მინისტრის ანგარიშით წარდგენა დადებითად შეაფასა. სესიაშვილის განცხადებით, მინდია ჯანელიძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
„გარკვეულმა უმცირესობამ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ვერ დათმო და ისევ საკუთარი გადმოსახედიდან ცდილობდნენ პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანათ ის, რაც ქვეყნის საერთო ინტერესებს წარმოადგენს – ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება.
მინისტრმა ისაუბრა რეფორმებზე, რომელიც ძალიან საინტერესო იყო, რომელიც მიზანმიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, გაფართოვდეს, ძალიან ბევრი გაკეთდა და გული მწყდება, რომ ჩვენ თუნდაც ამ ერთი საკითხის ირგვლივ ვერ ვახერხებთ ჩვენი ერთობის დაფიქსირებას და ამის ჩვენებას“,-განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები