საკრებულოში დავით ნარმანიას გამოსვლა მწვავე კრიტიკისა და შეკითხვების ფონზე მიმდინარეობდა

საკრებულოში თბილისის მერის დავით ნარმანიას გამოსვლა მწვავე კრიტიკისა და შეკითხვების ფონზე მიმდინარეობდა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა კითხვები დავით ნარმანიას თბილისში დასარგავ ხეებსა და “სითი-პარკზე” დაუსვა და განუმარტა, თუ რა უფლებები აქვს მას, როგორც მერს. „თქვენ ხართ თბილისის მერი და უნდა დაარტყათ ხელი, თუ ეს საჭიროა. “სითი-პარკი” კიდევ 10 წელი იქნება და არაფრის კეთებაში მილიონებს აიღებს, თუ რაღაცას აპირებთ? რაც შეეხება მილიონ ხეს, მე თავიდანვე სადღეგრძელოდ აღვიქვი, მაგრამ მაინც, პატარა ხეები თუ ირგვება, უზარმაზარი ხეები იჭრება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები