10 ნიდერლანდური კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოსვლას გეგმავს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე საიმონ სმიტი მიიღო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიდერლანდების დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. დელეგაციაში ასევე შედის 10 ნიდერლანდური კომპანია, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ბაზარზე შემოსვლით.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. განხილული იყო ნიდერლანდების ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება იქნას გამოყენებული ორმხრივი ქართულ-ნიდერლანდური ვაჭრობის ხელშეწყობისა და ერთობლივი საწარმოების შექმნისათვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნიდერლანდური ინვესტიციების მნიშვნელობაზე საქართველოში. კერძოდ, 2014 წელს ინვესტიციები ნიდერლანდებიდან წინა წელთან შედარებით 116 პროცენტით გაიზარდა და 331,23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე აღინიშნა, რომ 38 პროცენტით გაიზარდა საქართველოდან ექსპორტი ნიდერლანდებში, ასევე 8 პროცენტით მოიმატა ნიდერლანდებიდან ტურისტების რაოდენობამ საქართველოში. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოს მთავრობის მიმდინარე ღონისძიებები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები