ჯანელიძე კაბელების საქმეზე: ჩემი პოლიტიკური პოზიცია მას შემდეგ ჩამოყალიბდება, რაც საბოლოო ვერდიქტი დაიდება

ჩემი პოლიტიკური პოზიცია მას შემდეგ ჩამოყალიბდება, რაც საბოლოო ვერდიქტი დაიდება – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ე.წ. კაბელების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

“ვწუხვარ, რომ ეს შემთხვევა მოხდა. მასთან მიმართებაში მე შეიძლება ჩემი პირადი მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ ვერ ჩავერევი იმ პროცესში, რასაც საგამოძიებო პროცესი და სასამართლო განხილვა ჰქვია. ჩემი პოლიტიკური პოზიციაც მას შემდეგ ჩამოყალიბდება, რაც საბოლოო ვერდიქტი დაიდება და საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება. მე ეჭვი არ შემაქვს არც სასამართლოს, არც პროკურატურის კომპეტენციაში, არც მათ საიმედოობაში”, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები