რუხში მრავალპროფილიანი საავადმყოფო აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის მიერ რუხში მრავალპროფილიანი კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან ილია ელოშვილთან და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან ერთად, დაათვალიერა. ამ დროისათვის მშენებლობა 12 კორპუსზე ერთდროულად ხორციელდება. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო რუხში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება. მისი ამოქმედების შემდეგ, რუხის, მისი მიმდებარე სოფლების – ახალაბასთუმნისა და რიყის, ჯამში, 14000 მცხოვრებს, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში აღარ მოუწევს ჩასვლა; საავადმყოფო მოემსახურება აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს. გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის კი საერთო საცხოვრებელი აშენდება. მშენებლობას საქრთველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს და მისი ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულება 2016 წელს იგეგმება.

IMG_3861

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები