დავით სერგეენკო: ძირითადი მედიკამენტები ბევრად მიწვდომადი გახდება

 ჯანდაცვის პროგრამებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 130 მილიონს რევიზია ჩაუტარდება და მოქმედი პროგრამების ახალ სისტემაზე მორგება დაიწყება, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრის და ხილიანის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეკონსტრუქციას იწყებს. “პირველი შედეგები გვექნება ის, რომ ძირითადი მოსახლეობისთვის მედიკამენტები გახდება ბევრად მიწვდომადი. ვფიქრობ, უახლოესი სამი თვის განმავლობაში, შეიძლება უფრო ადრე დაიწყოს სამი მძლავრი კლინიკის რეკონსტრუქცია, რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოცენტრის და ხილიანის ბავშვთა ინფექციურის. აღნიშნული კლინიკების აღჭურვა, ასევე მართვა და მენეჯმენტი იქნება სახელმწიფო პარტნიორობის მოდელზე მორგებული. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება სახელმწიფო პროგრამების მოქმედი 130- მილიონიანი ბიუჯეტის ეფექტურობის მართვის რევიზია და მათი მორგება ახალ გამოწვევებზე, იმისთვის, რომ უფრო მეტი რეალური შედეგი მიიღოს მოსახლეობამ”,– განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები