ირაკლი შოთაძე პოლიციელის მკვლელობის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს

პოლიციელის მკვლელობის საქმეზე პირველი კომენტარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გააკეთა. მისი თქმით, აბულაძის მიმართ პროკურატურის პოზიცია უმკაცრესი იქნება. შოთაძე აღნიშნავს, რომ აბულაძის საქმეზე შეკრებილია საკმარისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ პოლიციელების მკვლელობები მან ჩაიდინა.
„აბულაძის ადგილსამყოფელს აუცილებლად დავადგენთ და ამ პიროვნებას აუცილებლად დავაკავებთ. ვეცდებით, იგი ამ სასტიკი მკვლელობისთვის უმკაცრესად დაისაჯოს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ. მისივე თქმით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს არანაირი კავშირი არ აქვს. შალვა აბულაძე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იძებნება. საქმე ლიკანსა და თბილისში პოლიციელების მისამართით ცეცხლის გახსნას ეხება. როგორც ლიკანის, ასევე თბილისის შემთხვევაში ცეცხლის გახსნას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ორი პოლიციელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები