მინდია ჯანელიძე: „დელტა“ არავის არ გაუუქმებია და არ გაუსხვისებია

„დელტა“ არავის არ გაუუქმებია და არ გაუსხვისებია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისვე ინფორმაციით, დღეს მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ დელტა უკან დაუბრუნდეს თავდაცვის სამინისტროს.
„დელტა“ არავის არ გაუუქმებია და არ გაუსხვისებია. მიუხედავად იმისა, რომ „დელტა“ არ იმყოფება თავდაცვის სამინისტროს პირდაპირ დაქვემდებარებაში, მე შემიძლია გითხრათ, რომ ის პროცესი, რაც მანამდე მიმდინარეობდა, კვლავ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში იქ დამუშავდა მანქანის რამდენიმე მოდელი, ამ მოდელებს ჯერ შემოწმებაც არ გაუვლიათ, არ გაუვლიათ ის აუცილებელი პროცედურები, რომელთა შემდეგაც შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ მიღწევებზე, ან იმაზე, რომელი პროექტი წარმატებული იყო და რომელი არ იყო“, – განაცხადა ჯანელიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ სამხედრო მრეწველობის განვითარებით პირადად არის დაინტერესებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები