ირაკლი შოთაძე: ბესო ხარძიანის მკვლელობასთან შალვა აბულაძე კავშირში არ არის

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობასთან შალვა აბულაძე კავშირში არ არის.
მისივე თქმით, შალვა აბულაძის ძიების პროცესი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარებს.
„საუბარია საკმაოდ კარგად ორგანიზებულ მკვლელობაზე, შესაბამისად, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ რაღაც კომენტარებისგან. მეც მოვისმინე ბევრი კომენტარი ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს პროკურატურა ოფიციალური კომენტარისგან თავს შევიკავებთ. შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. ამასთან მისივე თქმით, “ხარძიანის მკვლელობასთან აბულაძეს არანაირი შემხებლობა არ აქვს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები