ვანო მერაბიშვილი პოლიციელის მკვლელობას ეხმაურება

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
ამასთან, ვანო მერაბიშვილი გამოჯანმრთელებას უსურვებს დაჭრილ პოლიციელს, ვალერიან გრძელიშვილს და იმედოვნებს, რომ იგი კვლავ შემართებით განაგრძობს საზოგადოების სამსახურში ყოფნას.
“სამწუხაროდ, კიდევ ერთი სამაგალითო პოლიციელი დაკარგა საქართველომ. მინდა მივუსამძიმრო ბექა მარგიშვილის ოჯახს და იმედი გამოვთქვა, რომ სახელმწიფო ღირსეულად დააფასებს მის თავდადებას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ხოლო დამნაშავე საკადრისად იქნება დასჯილი.
მინდა აგრეთვე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაჭრილ პოლიციელს, ვალერიან გრძელიშვილს და იმედი გამოვთქვა, რომ იგი კვლავ ასეთივე შემართებით განაგრძობს საზოგადოების სამსახურში ყოფნას.
სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში სულ უფრო გახშირდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მათზე თავდასხმის ფაქტები, რასაც ხშირად ფატალური შედეგიც მოჰყვება. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემა დაფუძნებულია თითოეული პოლიციელის თავდადებასა და მათ მიმართ საზოგადოების პატივისცემაზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც  ვანო მერაბიშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე განთავსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები