“მაღალი რისკის მატარებელად რჩება რუსეთიდან მომდინარე სამხედრო ხასიათის საფრთხეები”

მაღალი რისკის მატარებელად რჩება რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე სამხედრო ხასიათის საფრთხეები, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დადებულმა ე.წ. ხელშეკრულებებმა გავლენა მოახდინა. მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ საქართველოს დასავლური პოლიტიკური კურსი ეწინააღმდეგება რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს, შესაბამისად, კვლავინდებურად მაღალი რისკის მატარებელად რჩება რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე სამხედრო ხასიათის საფრთხეები“,-განაცხადა ჯანელიძემ
მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოების გარემო ამ ეტაპზე განპირობებულია უმეტესწილად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით. “ამ ეტაპზე საქართველოს უსაფრთხოების გარემო განპირობებულია უმეტესწილად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით, ასევე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით. ამ ფონზე, ოფიციალური მოსკოვის და დასავლური სამყაროს მზარდი დაპირისპირების პროცესში კიდევ უფრო ახალი რეალობის, გამოწვევების წინაშე დავდექით, რაც თავისთავად გავლენას ახდებს უსაფრთხოების გარემოზე“, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები