გორის მუნიციპალიტეტში ქარის სადგურები აშენდება

ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში ხელისუფლება ქარის სადგურების მშენებლობას იწყებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” პროექტის ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბუნებრივი აირის ქსელში ჩაირთვება შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფელი. “დამეთანხმებით, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას ცხოვრების ადამიანური პირობები. შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში მოსახლეობას წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი, დღეს კი 16 ათას ოჯახს მიეცა ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. თანამედროვე ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 18 ათასზე მეტ ოჯახს, რის შედეგადაც მოსახლეობა გაუმჯობესებულ მომსახურებას იღებს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს – “სინათლე ყველა სოფელს”, რომლის საშუალებითაც წლების განმავლობაში უშუქოდ დარჩენილ სოფლებს უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიით. ამ პროექტის შედეგია ის, რომ შიდა ქართლის 7 სოფელს დღეს დენი მიეწოდება – ეს სოფლები 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა სანთლის შუქზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები