მაღალმთიან რეგიონებში, წახალისების მიზნით, დაქორწინებულ წყვილებს შესაძლოა, სახლი, ფული, ან მცირე ბიზნესი გადაეცეთ

მაღალთიან რეგიონებში ქორწინებები წახალისდება. ამ მიზნით შესაძლოა, ახალდაქორწინებულ წყვილს სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართი, თანხა ან მცირე ბიზნესი გადასცეს, – ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ ისაუბრა.
ჩიბურდანიძის განმარტებით, მაღალ მთაში ქორწინებების დაბალი მაჩვენებელი მძიმე სოციალური მდგომარეობითაა განპირობებული. „მთიან რეგიონებში ქორწინებათა მაჩვენებლის მიხედვით ცუდი მდგომარეობაა. ძალია ბევრი ბერბიჭა და შინაბერაა. ამ მაჩვენებლით ერთ-ერთ წინა ადგილზე დგას ყაზბეგი. როგორც გამოირკვა, დაუქორწინებლობის მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პირობებია. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ მთის კანონში ჩაიდოს ბევრი ისეთი წამახალისებელი, რაც ამ ხალხს ოჯახის შექმნას გაუიოლებს. ძალიან მაღალია შიდა მიგრაციის მაჩვენებელი. ცუდი მდგომარეობა ამ კუთხით სამეგრელო ზემო სვანეთში, მცხეთა მთიანეთში საქართველოს საზღვრისპირა ზოლი თითქმის მთლიანად დაცლილია. ბევრ ქვეყანაში ახალდაქორწინებულებს ერთჯერადი სახით დიდ ფულად ჯილდოს აძლევენ, ან საცხოვრებელი ფართით არის საჩუქარი, ან მცირე ბიზნესის დაწყებაში ეხმარებიან. ჩვენს გვსურს რამე მსგავსი წახალისება დავაწესოთ მაღალმთიან რეგიონებში. ვთქვათ, წყვილს რომ დავაწყებინოთ რაიმე მცირე ბიზნესი, ისნი უკვე ოჯახის შექმნას შეძლებენ“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები