ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ვალდებულება შიდა ქართლის მიმართ

ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ვალდებულება შიდა ქართლის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლში ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება.
„ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ვალდებულება შიდა ქართლის მიმართ. ამ რეგიონს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, ვინაიდან ომის კვალი ადვილად არ ქრება. ის უბედურება, საშინელი ტრაგედია, სტრესი, რაც ამ რეგიონის მოსახლეობამ გადაიტანა არის ძალიან მძიმე. ეს იარები არის მოუშუშებელი და პრობლემები არ არის ადვილად გადასალახი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან არის კიდევ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო“, – განაცხადა პრემიერმა.
პროექტის -„ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შიდა ქართლს ესტუმრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები