მინდია ჯანელიძეს პარლამენტში უსმენენ

ამ წუთებში თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში უსმენენ. დეპუტატების წინაშ თავდაცვის მინისტრი გაწეული საქმიანობის ანგარიშით გამოდის. სხდომას ესწრებიან უმცირესობის წევრები, რომლებიც ზოგადად, თბილისში გამართულ საკომიტეტო სხდომებში არ მონაწილეობენ. მინისტრის მოსასმენად პარლამენტში მივიდა უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი.
პარლამენტში იმყოფებიან გენერალური შტაბის წარმომადგენლები. კომიტეტის სხდომის შემდეგ გაიმართება ნდობის ჯგუფის შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები