ვახტანგ გომელაური: შალვა აბულაძის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს

შალვა აბულაძესთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით, გამოძიება და მისი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

“გამოძიების დეტალებში ვერ ჩავალ, ამიტომაც შალვა აბულაძესთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით. გამოძიება და მისი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს. თუ რაიმე ახალი იქნება, მას საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შალვა აბულაძემ ბორჯომსა და თბილისში ორი სამართალდამცავი მოკლა. ორივე შემთხვევაში მან მიმალვა მოახერხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ვ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები