ვახტანგ გომელაური: ბატონ პრემიერს ვეთანხმები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ ე.წ. კორტების ოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები არასწორი ბრძანების შესრულებას შეეწირნენ, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა.
“ბატონ პრემიერს ვეთანხმები. მან, მგონი, გასაგებად თქვა, ეს ადამიანები შეეწირნენ არასწორი ბრძანების შესრულებას. მათ არასწორი ბრძანება მიიღეს და შეასრულეს ის. კანონით, ეს, რა თქმა უნდა, ისჯება. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან სპეცდანიშნულების დანაყოფის წევრები და მიიღეს არასწორი ბრძანება“, – განაცხადა გომელაურმა.
მისივე თქმით, სპეცრაზმელებს კანონი ავალდებულებთ, რომ არასწორი ბრძანება არ შეასრულონ. ამასთან, გომელაურმა განაცხადა, რომ 10 წლის განმავლობაში ის თავადაც სპეცრაზმელი იყო. “თქენ შეიძლება არ იცით, მაგრამ მე 10 წელი მანდ ვიმსახურე. რა თქმა უნდა, რომ მიბრძანოს ხელმძღვანელობამ: მოკალი ეს ბავშვი, დაცხრილე, მე არ უნდა დამეცხრილა. ეს არ უნდა შეასრულო”, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები