ვახტანგ გომელაური: მოსმენები შსს-ს ეკუთვნის და თუ მას არ ექნება ე.წ. გასაღები, მაშინ სად უნდა იყოს

ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროდან გატანა ბევრ პრობლემას წარმოქმნის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელის შეტანის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, თუ არ იქნება გარკვეული ბერკეტები, სამინისტროს მუშაობა გაუჭირდება. “დაველოდოთ სასამართლოს პასუხს, თუმცა მოსმენები შსს-ს ეკუთვნის და თუ მას არ არ ექნება, მაშინ სად უნდა იყოს გასაღები? ეს ძალიან ბევრ პრობლემას წარმოქმნის, მით უმეტეს, როცა არის საქმეები, რომლებიც სწრაფად გადაწყვეტას საჭიროებას. მაგალითისთვის, გაგახსენებთ ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვის გატაცების ფაქტს. თუ არ იქნება რაღაც ბერკეტები, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მუშაობა. ძალიან ბევრი თემა გაფუჭდება, მათ შორის ტერორიზმთან, ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. მე არ ვიცი, ვის როგორ ესმის ეს საკითხი, მაგრამ რთულია, როცა დამოკიდებული ვიქნებით 5-6 და10 გასაღებზე”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
კამპანიამ “ეს შენ გეხება” ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. კამპანიის “ეს შენ გეხება” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღები შს სამინისტროში არ უნდა დარჩეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები