გიორგი კვირიკაშვილი: მინდია ჯანელიძე არის ადამიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პირველი ჩადგება ქვეყნის დამცველთა სიაში

მინდია ჯანელიძისადმი გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც მის მიერ 42 ქართველი ჯარისკაცის ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის საკითხზე გაკეთებულ კომენტარს მოჰყვა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაუმსახურებელს უწოდებს. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თემის კომენტირებისას განუცხადა, არასწორია, ადამიანს დააბრალო პატრიოტიზმის ნაკლებობა იმის გამო, რომ ვერ მოიცალა იმ დღეს.
“მინდია ჯანელიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დღეს ჰყავდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სტუმრად, ვფიქრობ, იყო სავსებით საკმარისი იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ არ წამოსულიყო შეურაცხყოფის ნიაღვარი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ამას იმსახურებდეს. ვფიქრობ, რომ მინდია ჯანელიძე ის ადამიანია, რომელიც, ღმერთმა ნუ ქნას და, საჭიროება თუ იქნა, პირველი ჩადგება ქვეყნის დამცველთა სიაში. ამიტომ არასწორია, ადამიანს დააბრალო პატრიოტიზმის ნაკლებობა იმის გამო, რომ ვერ მოიცალა იმ დღეს. არასწორია ისიც, რომ სიტყვის გამო ადამიანს დაუმსახურებლად დაასხა ლაფი თავზე”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები