გომელაური: მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი ომში დაიღუპება თუ კრიმინალთან ბრძოლაში

აუცილებელია პოლიციელის სოციალური დახმარება სამხედროების კომპენსაციას გაუთანაბრდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობამ პრემიერისგან დავალება დიდი ხნის წინ მიიღო.
„რა თქმა უნდა, აუცილებელია პოლიციელის სოციალური დახმარება სამხედროების კომპენსაციას გაუთანაბრდეს. ამას მხარს ვუჭერ და მოხარული ვარ. ეს ადამიანებიც იბრძვიან თავისი ქვეყნისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, მაინცდამაინც ომში დაიღუპება თუ კრიმინალთან ბრძოლაში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიციელებისთვის სოციალური დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტი უკვე მზადაა და ის უახლოეს მომავალში პარლამენტს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები