„რაჭა – ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და გურიაში სიკვდილიანობა შობადობაზე მეტია“

მიუხედავად შობადობის მაჩვენებლის მატებისა, საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში სიკვდილიანობა შობადობაზე მაღალია, – ამის შესახებ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„კახეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელს შობადობის მაჩვენებელმა გადააჭარბა. იმერეთი ზღვარს უახლოვდება. განსაკუთრებით კრიზისული რეგიონებია: რაჭა- ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და გურია, სადაც, 2012 წლის მონაცემებით, მინუს 583 კაცით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. თუ რაჭა – ლეჩხუმში ძალიან სერიოზული დემოგრაფიული ინიციატივები არ განხორციელდება, ეს რეგიონი შეიძლება მთლიანად დაიცალოს“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები