საკრებულოში თბილისის მერის ანგარიშის მოსმენის თაობაზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავით ნარმანიას საქმიანობის ანგარიშის მოსმენის გამო დღეს დაგეგმილი საკრებულოს სხდომის რეგლამენტზე იმსჯელეს. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, მოსაზრებები დავით ნარმანიას ანგარიშის მოსმენის ფორმატთან დაკავშირებითაც გამოითქვა.
თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე თავდაპირველად თბილისის მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ, რაც, დაახლოებით, 30–40 წუთს გაგრძელდება. ამის შემდეგ თითოეულ ფრაქციას 10 -წუთიანი რეგლამენტის ფარგლებში მერის ანგარიშის შეფასებისა და კითხვების დასმის საშუალება მიეცემა. მმართველ ფრაქციას, მისი მრავალრიცხოვნობიდან გამომდინარე, რეგლამენტი 15 წუთით, ხოლო დამოუკიდებელ დეპუტატებს კი – 3 წუთით განესაზღვრა. გარდა ამისა, დეპუტატების კითხვებზე თბილისის მერის მიერ პასუხების გაცემის შემდეგ თითოეულ ფრაქციას კიდევ დამატებითი რეპლიკისთვის თითო წუთი მიეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები