„პოზიციის” წარმომადგენლები 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საღამოს 10 საათზე 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან, ხსოვნის პატივსაცემად ტიტებით მივლენ და სიმბოლურად ზეცაში მანათობელ ფარნებს გაუშვებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობს უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე, რომელიც სრულიად ახალგაზრდა, სამ სხვა უსინათლო ქალბატონთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, საბჭოთა ტანკებითა და ჯარისკაცებით ალყაში მოქცეულ თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველებს სიმღერით ამხნევებდა. როგორც “კვირას” ორგანიზაციიდან აცნობეს, „პოზიცია“ მოუწოდებს როგორც ახალგაზრდებს, ისე ყველა თაობის წარმომადგენელს, შემოურთდნენ აღნიშნულ ღონისძიებას და ამით გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები