C ჰეპატიტის სამკურნალოდ პაციენტთა რეგისტრაცია 21 აპრილს დაიწყება

C ჰეპატიტის პროგრამაზე პაციენტების დარეგისტრირება 21 აპრილს დაიწყება, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თავდაპირველად იმ პაციენტებს უკმკურნალებენ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მკუნალობა. სეერგენკოს თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში C ჰეპატიტისთვის საჭირო მედიკამენტები მხოლოდ 5 ათასი პაციენტისთვის არსებობს.
„21 აპრილს დაიწყება ეს პროექტი. პაციენტებისთვის პირველი შერჩევის კრიტერიუმი იქნება, მხოლოდ მათი კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. პირველად ვეხმარებით მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს პროექტი და პირველი პარტია ამ მედიკამენტებისა შემოვა 5 ათასი პაციენტს სამკურნალოდ. ამის პარალელურად დასრულდება სრული კვლევა, სადაც გვექნება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული სურათი. უკვე პროექტი, რასაც ჰქვია ც ჰეპატიტის აღმოფხვრა, მოიცავს წელიწადში 20 ათასი პაციენტის მკურნალობას. ეს გაგრძელდება, იქამდე, სანამ ბოლო პაციენტს დასჭირდება მკურნალობა“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები