საქართველოს პრეზიდენტმა მოკლული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა

ვაზისუბნის დასახლებაში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბექა მარგიშვილის სახით, საქართველოს მოსახლეობამ ჩვენივე დამცველი დაკარგა.
“მივუსამძიმრე ბექა მარგიშვილის ოჯახს, ვუსამძიმრებ მის ახლობლებს, ყველა პოლიციელს, საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი დამცველი. პოლიცია ჩვენ და საზოგადოებას გვიცავს. მას სჭირდება მეტი მხარდაჭერა, პატივისცემა და თანამშრომლობა იმისთვის, რომ ვიცხოვროთ დაცულ სახელმწიფოში”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რეზიდენტს ახლდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და მრჩეველი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები