საბურთალოს რაიონის გამგეობამ სააღდგომო საჩუქრები დაარიგა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სააღდგომო საჩუქრების დარიგება დაიწყო. მერიის ინფორმაციით, სასაჩუქრე კალათები, რომელშიც ბენეფიციარი ოჯახების კატეგორიების შესაბამისი რაოდენობით შედის კვერცხი, პასკა და შავი ღვინო, საბურთალოს რაიონში მდებარე უფასო სასადილოებში დილიდან მიიტანეს. სასაჩუქრე კალათები გათვალისწინებულია 1-დან 3-სულიანი 870 ოჯახის, 4 და მეტი წევრის მქონე 396 ოჯახის, ასევე, საქართველოს უსინათლოთა კავშირის 76 წევრისა და საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების 6 წევრისათვის.
რაიონის ხუთივე სასადილოში, სააღდგომო ნობათის დარიგების პროცესში დღეს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ, გაიოზ ვასაძემ მიიღო მონაწილეობა და ბენეფიციარებს გაესაუბრა. რაიონის უხუცესი ვეტერანი, 102 წლის პოლიექტორ ჭელიძე საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ პირადად მოინახულა. გაიოზ ვასაძე საქართველოს უსინათლოთა კავშირშიც იმყოფებოდა, სადაც ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლაშა ცაიშვილს შეხვდა. საბურთალოს რაიონში მცხოვრებ სამამულო ომის 93 ვეტერანს კი რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა სააღდგომო ნობათი ოჯახებში მიუტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები