ნარმანიამ გრიბოედოვის 20-ში და ინგოროყვას 18-ში, ავარიულ სახლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მის მოადგილესთან გიორგი სოლომონიასთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან ავთანდილ სუდაძესთან და მთაწმინდის გამგებელთან გელა არჩვაძესთან ერთად, გრიბოედოვის 20-ში და ინგოროყვას 18-ში მდებარე ავარიულ სახლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე 35-ზე მეტ ეზოსა და სახლში მიმდინარეობს როგორც კონსტრუქციული, ისე გამაგრებითი სამუშაოები 10 000 000 ლარამდე ჯამური ღირებულებით. მისივე თქმით, დაგეგმილია დამატებითი პროექტების განხორციელება.
“ამინდების გამოსვლისთანავე სამუშაოების ტემპმა იმატა. შესრულებული სამუშაოების ხარისხს მუნიციპალური ლაბორატორია ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს, რათა კონტრაქტორმა კომპანიებმა ხარისხიანად შეასრულონ დაკვეთილი სამუშაო”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები