დიღმის მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს კონცერტზე დასასწრები ბილეთები გადასცა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა თარაშ შურღაიამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით “ივერიონისა” და ქართული ცეკვის ჯგუფ GDG-ის კონცერტზე დასასწრები მოსაწვევები გადასცა. კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, “ივენთ ჰოლში” გაიმართა. მოსაწვევები სოციალურად დაუცველებმა დეპუტატის ბიუროში მიიღეს.
ინიციატივა დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატს ეკუთვნის, რომელსაც კონცერტების ორგანიზატორის ელისო კაპანაძის მხარდაჭერით ახორციელებს. სოციალურად დაუცველთა კომიტეტის წევრებმა აღნიშნული ინიციატივისთვის მაჟორიტარ დეპუტატს მადლობა გამოუცხადეს.
მსგავსი სახის ღონისძიება 8 მარტს “ქორთიარდ მერიოტშიც” გაიმართა, რომელსაც დიღმის მასივში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები დაესწრნენ.