რუსმა “პრაპორშჩიკმა” აზარტული თამაშის გამო 4 ადამიანი მოკლა

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაშოვში “პრაპორშჩიკი” ალექსანდრე მაკაროვია დაკავებული.
რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, მან 4 ადამიანი მოკლა. გამოძიების ვერსიით, ბალაშოვმა ინტერნეტით კარტის თამაშის გამო დიდი ვალი დაიგროვა. ფულის გადასახდელად მაკაროვმა ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ოფიცრის ქალიშვილი მძევლად აიყვანა და მამამისს ფულს სძალავდა. ამ განზრახვის ჩაშლის შემდეგ კი „პრაპორშჩიკმა“ მაკაროვმა 1951 წელს დაბადებული მამაკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ასევე მისი ცოლი და ორი შვილი მოკლა.
ოფიცრის ქალიშვილის გვამი ავტომანქანის საბარგულში აღმოაჩინეს, მისი მფლობელის ცხედარი მანქანის სიახლოვეს, ხოლო მეუღლის და მეორე შვილის გვამები – ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში.
აღძრულია სისხლის სამრთლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები