ეკა ზღულაძე უკრაინაში ახალი ინიციატივის ამოქმედებას გეგმავს
უკრაინის შსს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი საჯარიმო სისტემის ამოქმედებას გეგმავს.
როგორც უკაინის მთავრობის სხდომაზე შსს-ს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ყველა ავტომფლობელს 150 ქულა დაერიცხება და დარღვევის შემთხვევაში ეს ქულები მოაკლდება. ნული ქულის დაფიქსირებისას კი უკვე საჯარიმო სანქციები ამოქმედდება, რომელთა გადახდა 30 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. ჯარიმის გადაცილების შემთხვევაში, მისი ოდენობა ორჯერ გაიზრდება.
მისი თქმით, ვიდეოჯარიმის შესახებ შეტყობინებას ავტომფლობელი მობილურ ტელედონზე SMS-ის მეშვეობით მიიღებს. გარდა ამისა, ჯარიმის ნახვა სპეციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი. ზღულაძემ ასევე განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციის მიერ დაფიქსირებული ჯარიმის გადახდა ავტომფლობელს ადგილზე შეუძლია პლასტიკური ბარატის გამოყენებით, რა დროსაც პოლიციელი მას ელექტრონულ ოქმს და ჯარიმის გადახდის ქვითარს გამოუწერს.