ჩეხმა სამართალდამცველებმა ბანანებში ჩამალული 100 კგ კოკაინი ამოიღეს
ჩეხეთის ანტინარკოტიკული პოლიციის თანამშრომლებმა კოლუმბიიდან შეტანილ ბანანის პარტიაში 100 კგ კოკაინი აღმოაჩინეს.
ბანანი პრაღის ერთ-ერთი სუპერმარკეტის საწყობში ინახებოდა, რომელიც ჩეხეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს გვერდით მდებარეობს.
ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება 40 მილიონ დოლარს აღემატება. ეს ქვეყნის ისტორიაში აღმოჩენილი კოკაინის ყველაზე დიდი პარტიაა.