აშშ-ს საესკადრო ნაღმოსანი შავ ზღვაში შევიდა

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანმა „ჯეისონ დანჰემმა“ ბოსფორის სრუტე გაიარა და შავ ზღვაში შევიდა. ინფორმაციას „ბი-ბი -სი“ ავრცელებს. აშშ-ს სამხედრო სარდლობის განცხადებით, შავი ზღვის აკვატორიაში ხომალდის შესვლა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობების ფარგლებში ხდება.
უკრაინაში სიტუაციის გამწვავების შემდეგ ნატომ შავ ზღვაში მოქმედებები გაააქტიურა. კერძოდ, მარტში იქ ალიანსის ექვსმა საბრძოლო ხომალდმა სამხედრო წვრთნები გამართა.
დაახლოებით ერთი კვირის წინ შავი ზღვა ფრანგულმა სარაკეტო ფრეგატმა დატოვა. შავი ზღვის კონვენცია იქ სხვა ქვეყნების საბრძოლო ხომალდების 21 დღეზე მეტ ხანს ყოფნას კრძალავს, ამიტომ ნატო საბრძოლო გემებს შავი ზღვის აკვატორიაში მორიგეობით აგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები