საფრანგეთში ანორექსიის წინააღმდეგ კანონს ამზადებენ

საფრანგეთში შეიძლება მიიღონ კანონი, რომელიც ძალიან გამხდარ მოდელებს მუშაობას აუკრძალავს, მათი დამქირავებელი სამოდელო სახლები და სააგენტოები კი დაჯარიმდებიან. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ამ ინიციატივას მხარს უჭერს. ახალი რეგულაციების მიხედვით მოდელებმა უნდა წარმოადგინონ სამედიცინო სერტიფიკატები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მათი სხეულის ინდექსი 18-ზე ნაკლები არ არის. კანონის დამრღვევებს 75 ათასი დოლარის ჯარიმა და 6-თვიანი პატიმრობაც კი ემუქრებათ. მსგავსი კანონები უკვე ამოქმედდა ესპანეთში, იტალიასა და ისრაელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები