ფილიპინებიდან 20 ათასი ადამიანია ევაკუირებული

ფილიპინების ხელისუფლებამ კუნძულ ლუსონიდან 20 ათასი ადამიანის ევაკუირება მოახდინა. კუნძულს ტაიფუნი „მაისაკი“ უახლოვდება. სინოპტიკოსები ტაიფუნის მოსვლას კუნძულ ლუსონის აღმოსავლეთ სანაპიროსთან კვირას, დღის განმავლობაში ელოდებიან. მათივე პროგნოზით, ის 160 კილომეტრი საათის სიჩქარის ქარს და 2-მეტრიან ტალღებს გამოიწვევს. 2013 წლის ნოემბერში ტაიფუნმა „ჰაიანმა“ ფილიპინებში 7 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები